logo
ENG



ევროკავშირმა და ბრიტანეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი შეწყვიტეს

10 აგვ 202214:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/10/qrl7sjtomw17lh1.jpg

ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი შეწყვიტეს. გადაწყვეტილება ძალაში დღეს, 10 აგვისტოს შევიდა.

ევროკავშირის ემბარგო რუსული ქვანახშირის იმპორტზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტში იყო შეტანილი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში დამტკიცდა.

გადაწყვეტილების თანახმად, აიკრძალა რუსული წარმომავლობის ან რუსეთიდან ექსპორტირებული ნახშირისა და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის შესყიდვა, იმპორტი ან ტრანსპორტირება ევროკავშირში.

ევროკავშირის მიერ ემბარგოს დაწესება რუსეთისთვის წელიწადში 8 მილიარდ ევრომდე შემოსავლის დაკარგვას გამოიწვევს და გავლენას მოახდენს ნახშირის იმპორტის მეთოდებზე.

ამასთანავე, 9 აგვისტოს ძალაში შევიდა ევროკავშირის გეგმა, EU-ის მასშტაბით გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე.


close დახურვა