ევროკავშირმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რეგულაციას გულისხმობს. კანონს მხარი 523-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 46 წინააღმდეგი იყო, ხოლო 49-მ თავი შეიკავა.
ინიციატორების თქმით, ეს AI ადამიანებზე უფრო მეტად ორიენტირებულს გახდის. კანონის მიზანია, ხელოვნური ინტელექტის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან და უსაფრთხოებასთან, ასევე, დემოკრატიასთან და კანონთან შესაბამისობა უზრუნველყოს.
ის ასევე მაღალი რისკის ხელოვნური ინტელექტისგან გარემოს დაცვასა და პოტენციური რისკების შემცირებას ისახავს მიზნად.
მკაცრი წესები ვრცელდება "მაღალი რისკის" აპლიკაციებზე, მაგალითად, როგორიცაა სახის ამომცნობი სისტემები, ასევე ისეთი აპლიკაციები, რომლებსაც ადამიანის ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება შეუძლია. ასეთი ტექნოლოგიის გამოყენება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
კანონი ვრცელდება ისეთ სისტემებზეც, როგორიცაა OnenAI-ის პროდუქტი ChatGPT. კანონი ძალაში 2 წელში შევა.