ევროკავშირმა თურქეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და უკრაინის კოვიდსერტიფიკატები ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, უკვე 20 აგვისტოდან ქვეყნები ევროკავშირის სისტემას დაუკავშირდებიან და მათ კოვიდსერტიფიკატებს ისევე მიიღებენ, როგორც ევროკავშირის მიერ გაცემულ საბუთებს.
"მოხარული ვარ, რომ იმ ქვეყნების სია, რომლებიც ევროკავშირის კოვიდის ელექტრონულ რეტიფიკატზე დაფუძნებულ სისტემას ნერგავენ, იზრდება და საერთაშორისო დონის სტანდარტებს ვაწესებთ. ეს გაადვილებს უსაფრთხო მოგზაურობას, მათ შორის ჩვენი კავშირის ფარგლებს გარეთ", - განაცხადა ევროკომისარმა, დიდიე რეინდერსმა.