logo
ENG



ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა

24 ივნ 202413:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/24/72suhshl6j860jm.png

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მათ შორის რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შეზღუდვას ეხება. გარდა ამისა, ის აღმოფხვის ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლას.

სანქციების მიზანია, რუსეთისთვის ბუნებრივი აირიდან მიღებული შემოსავლების შემცირება. 

სანქციები რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის სრულ შეზღუდვას არ გულისხმობს. ევროკავშირში არსებულ კომპანიებს მისი შეძენის უფლება კვლავ ექნებათ, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მისი მესამე ქვეყნებში გადაზიდვა აიკრძალება. 

ენერგიტიკისა და ვაჭრობის სექტორების გარდა, ახალი სანქციებით რუსეთისგან დაფინანსების მიღება ეკრძალებათ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ცენტრებს. სანქციების ახალ პაკეტს დაემატა 116 ფიზიკური და იურიდიული პირი.


close დახურვა