logo
ENG



ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის სანქციები გაახანგრძლივა

10 სექ 202018:59
3 წუთის საკითხავი
 
klfukb3giihrq8k.jpg

ევროპულმა საბჭომ სანქციების ვადა გაუხანგრძლივა იმ პირებს, რომლებიც განაგრძობენ უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შელახვას. სანქციები 6 თვით, 2021 წლის 16 მარტამდე გახანგრძლივდა. დღეს, 10 სექტემბერს გადაწყვეტილება საბჭომ წერილობითი სახით მიიღო. 

სანქციები გულისხმობს მოგზაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას. იგი მიმართული იქნება 175 პირისა და 44 ორგანიზაციის მიმართ.

ამკრძალავი ზომები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვისთვის, პირველად 2014 წლის 17 მარტს ამოქმედდა. გარდა ამისა, ევროკავშირმა აამოქმედა სხვა ეკონომიკური სანქციებიც, რომლებიც რუსული ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებს ეხება და ძალაშია 2021 წლის 31 იანვრამდე.

 


close დახურვა