დღეს ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისისის გამო ქვეყნის დასახმარებლად დამატებით 205 მილიონ ევროს გამოყოფს.
ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის დასახმარებლად ჯამში ამ დრომდე 700 მილიონი ევრო გამოყო, საიდანაც 13 მილიონი ევრო მეზობელ მოლდოვაში სხვადასხვა პროექტისთვისაა განკუთვნილი.
„ამ დახმარებით ჩვენი ჰუმანიტარული პარტნიორები აწვდიან საკვებს, წყალს, ჯანდაცვის სერვისებს, თავშესაფარს, უსაფრთხოებასა და ფულად დახმარებას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან გაწეული დახმარება მუდმივად მზარდ საჭიროებებს შეესაბამება“ - განაცხადა კრიზისის მენეჯმენტის კომისარმა ჯანეზ ლენარჩიჩმა.