logo
ENG



ევროკავშირში დაზარალებული ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების ზომებზე შეთანხმდნენ

27 მარ 202011:29
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირში დაზარალებული ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების ზომებზე შეთანხმდნენ.

წევრი ქვეყნების ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ორი კვირის განმავლობაში შეიმუშავებენ ეკონომიკური დახმარების ღონისძიებების პაკეტს ევროკავშირის ქვეყნებისთვის, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიით.

შეთანხმება ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ჩატარებულ სამიტზე შედგა. შედეგები ევროსაბჭოსა და ევროკომისიის ხელმძღვანელებმა ბრიფინგებზე გაასაჯაროვეს. შეთანხმების თანახმად გადაუდებელი ზომების პაკეტის შემუშავება ევროპული სახელმწიფოების და მთავრობების ხელმძღვანელებმა ორ კვირაში უნდა შეძლონ. 


close დახურვა