საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად და ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა.
ამ თანამდებობას მანამდე ნატალია საბანაძე იკავებდა, რომელმაც პოსტი 21 მარტს დატოვა. მან ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან თქვა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ხელისუფლებასთან გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება ჰქონდა.
რაც შეეხება მახარობლიშვილს, იგი 2016 წლიდან იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, 2019 წლის 8 ივლისიდან კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ.