logo
ENG



ევროკომისარი: უკრაინაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40% არ მუშაობს

11 ნოე 202215:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/11/rpedv5mo4qyhhy4.jpg

ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონი აცხადებს, რომ უკრაინაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40% არ მუშაობს.

სიმსონის თქმით, ევროკავშირი ყველა ღონეს ხმარობს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული დარტყმების შედეგად განადგურებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში.

"რა თქმა უნდა, ზარალი არის მნიშვნელოვანი. ინფრასტრუქტურის 40% არ მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ ზამთარი ძალიან რთული იქნება. მაგრამ ეტაპობრივად შეგვიძლია გამოვასწოროთ ზიანი", - თქვა ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში.

20 ოქტომბერს, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინამ ევროკავშირსა და NATO-ს ენერგოტექნიკით დახმარება სთხოვა. უკრაინის დახმარების თხოვნას ევროკავშირის ქვეყნებმა უპასუხეს და უკრაინას 500 ელექტრო გენერატორი გაუგზავნეს.


close დახურვა