"ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შიდა საზღვრები ივნისის ბოლომდე უნდა გახსნან" -ასეთია ევროკომისარ ილვა იუჰანსონის რეკომენდაცია, რომელიც ორგანიზაციის შიდა საკითხებს კურირებს.
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები სწორედ ამ თემაზე იმსჯელებენ. რამდენიმე ქვეყანამ უკვე გახსნა საზღვრები და სასაზღვრო კონტროლის რეჟიმიც გააუქმა. დღეიდან აუქმებს სასაზღვრო კონტროლს ჩეხეთი მეზობელ ავსტრიასთან, გერმანიასთან, უნგრეთსა და სლოვაკეთთან. ორი დღის წინ საერთაშორისო და შიდა მიმოსვლა აღდგინა იტალიამაც.