ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ვერა იუროვას განცხადებით, უნგრეთს მეტი კრიტიკა სჭირდება უკრაინის მიმართ პოზიციისთვის.
"ევროპელი პოლიტიკოსები ზედმეტად კორექტულები არიან უნგრეთის მიმართ, რომლებმაც უფრო ხშირად უნდა გააკრიტიკონ [უნგრეთი] მისი პოზიციის გამო, რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით", - თქვა იუროვამ.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის აღმარულებელი ორგანოები აპირებენ გააგრძელონ სასამართლო პროცესი უნგრეთში კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებით.
ომის დასაწყისში, უნგრეთმა ოფიციალურად დაგმო რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ სანქციების დაწესებას ერიდებოდა. ამასთან, უნგრეთმა უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.