ევროკომისია ლუკაშენკოს მხარდამჭერი ოფიციალური პირებისთვის სავიზო ხელშეკრულების ნაწილობრივ შეჩერებას ითხოვს.
ევროკომისია ბელარუსისთვის ვიზის გამარტივების ხელშეკრულების რამდენიმე პუნქტის შეწყვეტას აპირებს.
ევროკომიის გადაწყვეტილება ბელარუსისგან ევროკავშირში პოლიტიკური მიზნით მიგრაციის მცდელობებს მოჰყვა, რითაც ისინი, ევროკომისიის პოზიციით, ევროკავშირში დესტაბილიზაციის შეტანას ცდილობდნენ.
ევროკომისიის სავიზო შეზღუდვა ბელარუსის მოქალაქეებზე არ გავრცელდება და მხოლოდ გარკვეულ ოფიციალურ პირებს შეეხებათ.
„შეზღუდვები შეეხება მხოლოდ ბელარუსის ოფიციალური დელეგაციის, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს და სასამართლოს". - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
გარდა ამისა, ევროკავშირი კვლავ გააგრძელებს ბელარუსის მოქალაქეების მხარდაჭერას და მათი უფლებების დაცვას.
სანქციები და სამოგზაურო შეზღუდვები ლუკაშენკოს რეჟიმს სხვა ქვეყნებმაც დაუწესეს, მათ შორის ამერიკამ, კანადამ, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა.
მას შემდეგ, რაც 2020 წლის 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ქვეყანაშ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიცია და მოქალაქეები არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდა, თუმცა, უშედეგოდ.
აქციებზე დააკავეს ათობით ათასი ადამიანი. მოკლეს, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი. ქვეყანა დატოვა ათობით აქტივისტმა და ჟურნალისტმა.