ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი მიკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა.
"ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარეს დგომას მთელი ამ ომის განმავლობაში და მაშინაც, როდესაც ისინი თავიანთი ქვეყნის აღდგენას დაიწყებენ", - თქვა ლაიენმა.
ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისიამ უნდა იფიქროს უკრაინის მომდევნო დღეებზე და ქვეყნის უფრო ფართო აღდგენის მცდელობებზე.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, EU-ს აქვს სტრატეგიული ინტერესი უკრაინის აღდგენის მცდელობების წარმართვაში.