logo
ENG



ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია გასცა

12 ოქტ 202218:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/12/emca4umxzon8hwh.png
Copyright Geert Vanden Wijngaert/Copyright 2022 The AP.

ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია გასცა, მაგრამ შემდგომი რეფორმების პირობებით. 

"დღეს კომისიის გადაწყვეტილებით ჩვენ ბოსნია და ჰერცეგოვინას კანდიდატის სტატუსის მინიჭება შევთავაზეთ." - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

"ჩვენ ასევე ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ამიტომ ევროპაში ცვლილებების ქარი კვლავ უბერავს და ჩვენ უნდა დავიჭიროთ ეს იმპულსი."- ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი. 

ბოსნიამ თითქმის ორი ათწლეული გაატარა ევროკავშირის მოლოდინის სიაში: ის პირველად აღიარებული იქნა, როგორც "პოტენციური" ევროკავშირის კანდიდატი, 2003 წლის ივნისში და ოფიციალური განაცხადი 2016 წლის თებერვალში წარადგინა.

კომისიამ წარმოადგინა რვა დამატებით ნაბიჯი, რომლებიც ბოსნია და ჰერცოგოვინამ უნდა განახორციელოს. ესენია: სასამართლო რეფორმა, ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საზღვრისა და მიგრაციის მენეჯმენტი, მედიის თავისუფლება, ჟურნალისტების დაცვა და წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ პრევენციული მექანიზმების შექმ


close დახურვა