logo
ENG



ევროკომისიამ უკრაინას დამატებითი მაკროფინანსური დახმარების სახით 2.5 მილიარდი ევრო გამოუყო

22 ნოე 202217:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/22/cu3b04ikvqvwv4c.jpeg

ევროკომისიამ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით, დამატებით კიდევ 2.5 მილიარდი ევრო გამოყო. ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე ავრცელებს. 

"ევროკომისია გასცემს დამატებით 2.5 მილიარდ ევროს უკრაინისთვის. ჩვენ ვგეგმავთ 2023 წლისთვის, 18 მილიარდი ევროს ეტაპობრივ გაცემას, დაუყოვნებლივი რემონტისა და სწრაფი აღდგენისთვის, რაც წარმატებულ რეკონსტრუქციამდე მიგვიყვანს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება", - წერს ლაიენი.


close დახურვა