logo
ENG



ევროკომისიის 9 დათქმაზე ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის სამუშაო შეხვედრა იწყება

29 იან 202409:01
3 წუთის საკითხავი
 

დღეს ევროკომისიის 9 დათქმასთან დაკავშირებით ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა იწყება. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ყველა იმ საკითხის განხილვა იგეგმება, რომელიც 9 ნაბიჯიდან გამომდინარეობს.

"განსაკუთრებით ვფოკუსირდებით იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაში არის, ვინაიდან, იცით, რომ 9 ნაბიჯიდან ნაწილი არის მხოლოდ ისეთი საკითხები, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაა, ხოლო დიდი ნაწილი იქ პრაქტიკასთანაა დაკავშირებული", - განაცხადა პაპუაშვილმა.

8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიამ სამუშაო დოკუმენტი გაასაჯაროვა, სადაც მიმოხილულია საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

გაფართოების შესახებ ევროკომისიის მოსაზრებაში მითითებულია 9 დათქმა და საუბარია მათ შორის 2024 წლის არჩევნებზე - ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი. ასევე, დაასრულოს და განახორციელოს სრული და ეფექტური სასამართლო რეფორმა, გააუმჯობესოს არსებული სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციაზე, დამატებით მიაქციოს ყურადღება პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხს და სხვა.


close დახურვა