logo
ENG



ევროკომისიის ანგარიშს მმართველი გუნდი და ოპოზიცია განსხვავებულად აფასებს

07 თებ 202020:27
3 წუთის საკითხავი
 

კრიტიკული დოკუმენტიდან მხოლოდ მისთვის კომფორტულ ფრაგმენტებზე ამახვილებს ყურადღებას ბიძინა ივანიშვილის გუნდი. ანგარიში კიდევ ერთ ტექსტად იქცა თბილისში, რომელსაც განსხვავებულად კითხულობენ მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში.

დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მალევე მთავრობის პრესპიკერმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, ირაკლი ჩიქოვანმა პრესკონფერენციაზე მხოლოდ ის ნაწილები წაიკითხა, სადაც საუბარი საქართველოს პროგრესზე იყო .

„მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად იქნა მიღწეული მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც იყო მოსალოდნელზე მეტი. ქვეყნის წინსვლა დემოკრატიის განვითარების, სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირების და პრაქტიკულად ყველა სხვა სფეროში არის ხელშესახები. პროგრესის მიუხედავად ბუნებრივია დოკუმენტში გარკვეული მითითებები, რომლებიც ეხება კონკრეტულ ცალკეულ საკითხებს“,-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მმართველი გუნდისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს, მათი თქმით აღნიშნული ანგარიში ხელისუფლების მიმართ ძალიან კრიტიკული იყო, ისინი ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ, სხვა შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს.

„აქ ნახსენებია ყველა გახმაურებული პოლიტიკური მართლმსაჯულების საქმე, ეს არის საქმე კრიტიკული მედიის დირექტორებისა და მფლობელების წინააღმდეგ, ეს არის ანაკლიის პორტი, გავრილოვის ღამეს ადამიანების დარბევა, თვალების დათხრა, დაპატიმრება და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის პროპორციული სისტემის დაპირების უკან წაღება“,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ევროკომისია მსგავს ანგარიშს ყოველ წლიურად აქვეყნებს და აფასებს თუ როგორ ასრულებს ქვეყანა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.


close დახურვა