ორშაბათს, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, მარგარიტის სხინასი ერევანს ეწვევა, რათა ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დაიწყოს.
"მარგარიტის სხინასი ერევანში, სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს, პრემიერმინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, სომხეთის ვიცეპრემიერს მჰერ გრიგორიანს და საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდება", - წერია ევროკომისიის ოფიციალურ განცხადებაში.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის დაწყებაზე ივლისში შეთანხმდნენ.