logo
ENG



ევროკომისიის პრეზიდენტი ხვალ კიევს ეწვევა

08 მაი 202317:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/08/rwhreqp9k5ri9et.jpg

ხვალ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევს ეწვევა. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ერიკ მამერმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"პრეზიდენტი ხვალ კიევში იქნება, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას დაადასტურებს. ეს ვიზიტი ევროპის დღეს ჩატარდება. ჩვენ გულწრფელად მივესალმებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ 9 მაისს უკრაინაში ევროპის დღე აღინიშნოს", - თქვა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ინიციატივით გამოვიდა, რომ 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვებისა და ხსოვნის დღედ დაწესდეს, 9 მაისი კი ევროპის დღედ აღინიშნოს.


close დახურვა