logo
ENG



ევროპა კრემლის გაყინული აქტივებიდან $3.4 მლრდ-ს რუსეთში დაზარალებულ ინვესტორებს გადასცემს

03 მაი 202500:29
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/02/4rdw2hn0s2dbjuw.jpg

Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბანკი Euroclear გაყინული რუსული აქტივებიდან 3.4 მილიარდ დოლარს გადასცემს იმ დასავლელ ინვესტორებს, რომლებმაც რუსეთში, ომის დაწყების შემდეგ ფინანსური ზიანი განიცადეს.

კერძოდ, აღნიშნული გაყინული თანხები ბელგიურ ანგარიშსწორების ფირმაში ინახება მას შემდეგ, რაც კრემლმა, ბოლო თვეებში, რუსეთში ინვესტორების ნაწილის ნაღდი ფული მიითვისა.

წყაროების ცნობით, ეს თანხა, რომელიც ევროკავშირისგან დასანქცირებულ რუსულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს ეკუთვნით, 10 მილიარდიანი მარაგიდან გადანაწილდება.


close დახურვა