ევროპა ლიგის მეოთხე ტურში შვეიცარიული „ლუგანოსა" და შვედური „მალმეს" შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება, ხოლო მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მეოთხე არბიტრი გიორგი ვადაჭკორიაა. აღსანიშნავია, რომ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ქართველებმა ბოლოს 2007 წლის 29 ნოემბერს იმსაჯეს. მაშინ ჰოლანდიური „ალკმაარისა" ბერძნული „ლარისას" შეხვედრა ლევან ფანიაშვილმა განსაჯა.