logo
ENG



ევროპარლამენტარები: ეს მიღწევა ქართველი ხალხის დამსახურებაა

08 ნოე 202316:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/08/3jc12jl2ldrl99s.jpg

ევროპალამენტარები ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საერთო განცახდებით ეხმაურებიან

მათი თქმით, კომისიის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა ევროპული მისწრაფება, ხოლო ეს წარმატება ქართველი ხალხის დამსახურებაა. 

"საქართველო ევროპაა, ხოლო ქართველი ხალხი ევროპელები არიან. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკომისიის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშში. ჩვენ, საქართველოს ევროპარლამენტარი მეგობრები მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას არ სურდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის EU-სთან დაკავშირება, ქართველი ხალხის ნება, ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის, საჯარო მოხელისა და მათ შორის, პრეზიდენტის ნება უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ისინი და მხოლოდ ისინი იმსახურებენ ამ წარმატებას.

ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და ვმუშაობთ იმისთვის, რომ ევროკომისიისა და ევროპარლამენტის მიერ გამოხატული მხარდაჭერა ევროსაბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილებაშიც აისახოს", - წერია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს სულ ევროპარლამენტის რვა წევრი აწერს: პეტრ აუშტრევიჩიუსი, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, მაიკლ გალერი, მარკეტა გრეგოროვა, რასა იუკნევიჩიანე, ანდრიუს კუბილიუსი, სვენ მიკსერი. 


close დახურვა