logo
ENG



ევროპარლამენტარი: საქართველოში ოლიგარქი ნერგავს დღის წესრიგს და ამის მძევლები ვხდებით

21 თებ 202010:22
3 წუთის საკითხავი
 
7ddh3a9cgv7rejx.jpg

ევროპარლამენტარებმა რასა იუნკევიჩენემ და ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოში არსებული ვითარება ერთგვარი გადაცემის ფორმატში მიმოიხილეს. 

ევროდეპუტატების დებატები მათ ოფიციალურ Youtube-არხზე გამოქვეყნდა. ევროპარლამენტარმა რასა იუნკევიჩენემ "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდთან გამართული შეხვედრებით არც თუ ისე კმაყოფილია.  

"ბევრი შეხვედრა გვქონდა ქართველებთან - ხელისუფლებასთანაც და ოპოზიციასთანაც. შევეცადეთ, ორივე მხარის პოზიცია გაგვეგო, ყველანაირი წინასწარი განწყობების გარეშე. თუმცა, ჩემი დასკვნა საკმაოდ სამწუხაროა. სახელმწიფო ოლიგარქის მიერ იმართება, ის თავის დღის წესრიგს ნერგავს, და ჩვენ ყველა მისი დღის წესრიგის მძევალი ვხდებით. დღის წესრიგი კი ასეთია: რამდენადაც შესაძლებელია, გაზარდოს დაძაბულობა, ქაოსი, თავს დაესხას და ურტყას ოპოზიციას", - განაცხადა იუნკევიჩენემ

 

 


close დახურვა