logo
ENG



ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ოქრუაშვილის საქმეზე:საქმე ძალიან პოლიტიზირებულია

12 ნოე 201907:41
3 წუთის საკითხავი
 
15rjcj958a4trwf.png

ანა ფოტიგა  ევროპარლანმენტში  ირაკლი ოქრუაშვილის საქმის შესაძლო განხილვასაც ადასტურებს. მისი თქმით, საქართელოს ხელისფლება ცდილობს ფართო საზოგადოებას წარუდგინოს საკუთარი მტკიცებულებები ოქრუაშვილის წინააღდეგ, რაც იმას ნიშნავს რომ ეს საქმე უკვე ძალიან პოლიტიზირებულია და ის უნდა შეფასდეს საერთაშორისო საზოგადოების მიერ. მისი თქმით ოქრუაშვილი პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე იყო ხოლო ბრალდებები პოლიტიკური შეთქმულების შესახებ ხელისუფლების ჩამოგდების მიზნით არ არის ძალიან სარწმუნო.

"რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა ბრალდება ირაკლი ოქრუაშვილის წინააღდეგ არ არის სარწმუნო. უკვე არსებობს ამ საკითხზე ევროპარლამენტში განხილვის საფუძველი. მათ შორის ის, რომ ხელისუფლება ცდილობს ფართო საზოგადოებას წარუდგინოს საკუთარი მტკიცებულებები შესაძლო ბრალდებების შესახებ, რაც იმას ნიშნავს რომ ეს საქმე უკვე ძალიან პოლიტიზირებულია და ის უნდა შეფასდეს საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ოქრუაშვილი იყო ერთ-ერთ მონაწილე პროტესტის და როგორც უკვე გითხარით , მე ძალიან კარგად მესმის ამ პროტესტის მიზეზი. ვთვლი, რომ ბრალდებები ხელისუფლების ჩამოგდების მიზნით პოლიტიკური შეთქმულების შესახებ, არ არის ძალიან სანდო",-აცხადებს ანა ფოტიგა. 


close დახურვა