ევროპარლამენტში პოლონეთის დელეგაციის წევრი, ანდჟეი ჰალიცკი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ 8 მარტის შეთანხმება დაირღვა და საქართველოში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.
„საქართველოს მეგობრები მივესალმებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებულ შეთანხმებას, თუმცა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე უარი ნიშნავს, რომ შეთანხმება დაირღვა და სამართლიანი არჩევნები არ ინება. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები!“, - წერს ჰალიცკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.