logo
ENG



ევროპარლამენტი: მძიმე სანქციები კრემლს თავის ქმედებებზე პასუხისმგებლობას დააკისრებს

24 თებ 202214:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/24/xa2spnedppmpq4i.jpg

ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები გმობენ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. ევროპარლამენტის პრეზიდენტი და პოლიტიკური ჯგუფები უკრაინაში რუსეთის შეჭრას განცხადებით ეხმაურებიან. 

მათ განცხადებაში წერია, რომ უკრაინა დამოუკიდიებელი და სუვერენული სახელმწიფოა და მის ტერიტორიულ მთლიანობაზე მოლაპარაკება შეუძლებელია.

"უკრაინაში შეჭრა გაუმართლებელი და უკანონოა. ეს არის საფრთხე ევროპის რეგიონის სტაბილურობისთვის, ისევე, როგორც მსოფლიო წესრიგისთვის. ეს უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

ევროპარლამენტი ხმარს უჭერს უპრეცენდენტო ევროპულ და საერთაშორისო რეაგირებას, მათ შორის, ახალი და მძიმე სანქციები უზრუნველყოფს კრემლს თავის ქმედებებზე პასუხისმგებლობა დააკისროს", - წერია განცხადებაში. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტში უკრაინის საკითხზე რიგგარეშე სხდომა სამშაბათს, პირველ მარტს გაიმართება


close დახურვა