ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მიესალმება მოლდოვის განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და აღნიშნავს, რომ ქვეყანა საკვანძო რეფორმების ჩატარებით სწორ გზაზეა.
ევროპარლამენტის განცხადებაში წერია, რომ მოლდოვა უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომით არაპროპორციულად, მძიმედ დაზარალდა.
"ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ქვეყანამ 100 000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღო, ასევე შემცირდა ვაჭრობა და შემცირდა ფასები ენერგიასა და ტრანსპორტზე". ამ მიზეზით ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს უფრო მეტი მხარდაჭერა გამოუცხადოს ქვეყანას.
მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება
უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის ფონზე ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა მოლდოვას განაცხადი უნდა დააკმაყოფილოს და კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, ეს გადაწყვეტილება კი 49 TEU მუხლით უნდა იყოს ახსნილი, რომელიც ქვეყნის "დიდ დამსახურებებს" მოიაზრებს.
ასევე ევროკავშირმა და მოლდოვამ უნდა გააგრძელონ მუშაობა ქვეყნის ინტეგრაციაზე, როგორც სავაჭრო ასევე სამრეწველო მიმართულებით. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას რაც შეიძლება მალე მიიღოს გადაწყვეტილება მოლდოვის განაცხადთან დაკავშირებით და ქვეყანას ყოველმხრივი დახმარება გაუწიოს.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ კომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უზრუნველყონ მოლდოვა ენერგეტიკული დამოუკიდებლობითაც.