logo
ENG



ევროპარლამენტი საქართველო-უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში რუსულ პასპორტებს აღარ აღიარებს

21 ოქტ 202213:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/21/ip9rqnholejmei1.jpg

ევროპარლამენტი უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გაცემული საერთაშორისო პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტების არაღიარებაზე შეთანხმდა.

გადაწყვეტილებას მხარი 540-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 6 წინააღმდეგ წავიდა, 36-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

საკანონმდებლო ინიციატივა ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის აქტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებები გაიმართება და ორივე ინსტიტუტის მიერ დამტკიცდება.

ევროპარლამენტში აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ყირიმისა და სევასტოპოლის, დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსია უკანონოა. ასევე, აცხადებენ, რომ ევროკავშირი გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აქედან გამომდინარე, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ევროპული ეკონომიკური ზონის მოკავშირეებმა აღარ უნდა მიიღონ აღნიშნულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები. ინიციატივის თანახმად, კომისიამ უნდა გამართოს კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგინოს რუსული სამოგზაურო დოკუმენტების სია, რომელიც შემდგომში აღარ უნდა აღიარონ.

აქედან გამომდინარე, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ევროპული ეკონომიკური ზონის მოკავშირეებმა აღარ უნდა მიიღონ აღნიშნულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები. ინიციატივის თანახმად, კომისიამ უნდა გამართოს კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგინოს რუსული სამოგზაურო დოკუმენტების სია, რომელიც შემდგომში აღარ უნდა აღიარონ.

12 ოქტომბერს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გაცემული საერთაშორისო პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტებს არაღიარებაზე ევროპული საბჭო შეთანხმდა.

ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ორი ქვეყნის: საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის შემდეგ რუსეთმა ყირიმის მოსახლეობას რუსული საერთაშორისო პასპორტები გადასცა. ეს პრაქტიკა რუსეთმა 2019 წლის აპრილიდან მათ მიერ კონტროლირებული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებშიც გააგრძელა.

ევროპული საბჭოს თქმით, რუსული პასპორტების სისტემატური გაცემა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო სამართლის მორიგი დარღვევა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაში, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაში მორიგი ჩარევაა.


close დახურვა