ევროპარლამენტის დეპუტატის ანდრიუს კუბილიუსის ცნობით, ევროპარლამენტმა მიაღწია შეთანხმებას იმ რეზოლუციის სამუშაო ტექსტზე, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.
ამის შესახებ კუბილიუსმა ტვიტერზე დაწერა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფებმა ტექსტზე, რომლის მთავარი საკითხი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებაა, შეთანხმებას რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს.
„ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის 4-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას ტექსტზე.
მთავარი ხაზი არის:
ევროპარლამენტი აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და სახელმწიფოდ, რომელიც ტერორიზმის გზებს მიმართავს“ - აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.
After 4 hours of negotiations between the political groups of the EP, the agreement on the text was achieved.
The main line is:
“European Parliament /…/
⁃recognises Russia as a state sponsor of terrorism and as a state which uses means of terrorism”.
ევროპარლამენტის მომდევნო სხდომა სტრასბურგში 21-24 ნოემბერსაა ჩანიშნული.
13 ოქტომბერს ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის არსებული რეჟიმი ტერორისტად აღიარა.
18 ოქტომბერს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ესტონეთის პარლამენტმაც.
26 ოქტომბერს კი პოლონეთის სენატმა აღიარა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად.