logo
ENG



ევროპარლამენტმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ რეზოლუცია მიიღო

13 დეკ 202317:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/13/8w0slpzusyajigw.jpg

ევროპარლამენტმა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე რეზოლუცია მიიღო - რეზოლუციას მხარი 468 დეპუტატმა დაუჭირა, 99 წინააღმდეგი იყო, ხოლო 58-მა თავი შეიკავა.

დოკუმენტში ევროპარლამენტარები ევროპულ საბჭოს მოუწოდებენ, რომ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყოს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული რეფორმებისკენ ნაბიჯები გადადგმულია, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს, ასევე, დაიწყოს მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინას მიმართაც.

ევროკავშირის გაფართოების პროცესში ევროპარლამენტს ოფიციალურად არ აქვს ხმის მიცემის უფლება, ამიტომ რეზოლუციას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

ამასთან, დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს სამიტზე მიწვევა გაუგზავნა, სადაც კომპრომისის აუცილებლობასა და გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობაზე საუბრობს. მიშელის თქმით, სწორი არჩევანი ერთობლივ ძალასა და მონდომებას მოითხოვს.

ევროკავშირის სამიტი 14-15 დეკემბერს გაიმართება, რომელზეც მათ შორის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი გადაწყდება.


close დახურვა