ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტების არაღიარების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
ევროპარლამენტის წინადადების თანახმად, კომისიამ უნდა გაიაროს კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგინოს რუსული სამგზავრო დოკუმენტების სია, კერძოდ, პასპორტები, რომლებიც არ იქნება აღიარებული. თუმცა, ისინი, ვინც უკრაინაში ომს გაურბიან, მაინც შეძლებენ ჰუმანიტარული მოტივით ევროკავშირში შესვლას.
გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის 531-მა წევრმა დაუჭირა მხარი, მხოლოდ 7 იყო წინააღმდეგო, ხოლო 34 ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
"ევროპარლამენტი მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რათა გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე სამართლებრივი და პოლიტიკური საშუალებებით, რათა დარწმუნდეს, რომ პუტინი გადაიხდის მაღალ ფასს ამ უკანონო ომისთვის და უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულისთვის", - თქვა სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ევროპარლამენტარმა, ხუან ფერნანდო ლოპეზ აგილარმა კენჭისყრის შემდეგ.