logo
ENG



ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

23 ნოე 202216:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/23/77n3clkey7h0gk6.jpg

ევროპარლამენტის კანონმდებლებმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნეს - ამასთან, აღიარეს სახელმწიფოდ, რომელიც ტერორიზმის საშუალებებს იყენებს. კანონმდებლები ახალ რეზოლუციაში ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ რუსეთის საერთაშორისო დონეზე კიდევ უფრო იზოლირებული გახადონ. 

რეზოლუციას მხარი მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 58, ხოლო თავი შეიკავა 44-მა. ტექსტის თანახმად, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეები გახდა.

"ევროპარლამენტის დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ რუსული ძალებისა და მათი მარიონეტების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი წინასწარ განზრახული თავდასხმები და სისასტიკეები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურების განადგურება და საერთაშორისო თუ ჰუმანიტარული სამართლის სხვა დარღვევები ტერორისტულ აქტებს და ომის დანაშაულებს წარმოადგენს", - აღნიშნულია განცხადებაში.

იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ევროკავშირს ოფიციალურად არ შეუძლია სახელმწიფოები ტერორიზმის სპონსორებად გამოაცხადოს, ევროპარლამენტი მის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, გაატარონ შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოები და რუსეთის ამ სიაში შეყვანა განიხილონ. მათი თქმით, ეს მოსკოვის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას შეუწყობს ხელს და რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შეზღუდვაზე მოახდენს გავლენას.

პარალელურად, დეპუტატები საბჭოს მოუწოდებენ, რომ EU-ს ტერორიზმის სიაში შეიყვანონ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი, ასევე ე.წ. კადიროველები და რუსეთის მიერ დაფინანსებული სხვა სამხედრო ჯგუფები. მათივე თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთი მეტად უნდა იზოლირდეს, მათ შორის ეს უნდა შეეხოს საერთაშორისო ორგანიზაციებში მის წევრობას.

ევროპარლამენტარებს, ასვე, სურთ, მაქსიმალურად შემცირდეს დიპლომატიური კავშირები მოსკოვთან და რუსეთის წარმომადგენლებთან ევროკავშირის ურთიერთობა აბსოლუტურ მინიმუმამდე დავიდეს. ამასთან, ევროკავშირში დაიხუროს და აიკრძალოს რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული ორგანიზაციები, რომლებიც მსოფლიოს გარშემო პროპაგანდას ავრცელებენ.


close დახურვა