ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია უკრაინელებს მიანიჭა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ Twitter-ზე დაწერა.
"ისინი ჩვენი ღირებულებებისთვის იბრძვიან, იცავენ დემოკრატიას, თავისუფლებას და კანონის უზენაესობას. ჩვენთვის საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ. მეტად არავინ იმსახურებს. ვულოცავ უკრაინის მამაც ხალხს", - წერს მეცოლა.
ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია - ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებათა სფეროში. მას 1988 წლიდან გასცემენ და მისი საპრიზო ფონდი 50 ათასი ევროა.
სხვადასხვა დროს ლაურეატები გამხდარან სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ნელსონ მანდელა, გაეროს ხელმძღვანელი კოფი ანანი, რუსი უფლებადამცველი ლუდმილა ალექსეევა, უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი. შარშან ამ პრიზის მფლობელი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი გახდა.