logo
ENG



ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

27 თებ 202416:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/27/5nu1mste9l91tq5.jpg

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მაკროფინანსური დახმარების პაკეტი ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით - 536 ხმით დაამტკიცა. წინააღმდეგი 40 ევროპარლამენტარი იყო, 39-მა კი თავი შეიკავა.

1 თებერვალს, ევროკავშირის ლიდერებმა უნგრეთის წინააღმდეგობა დაძლიეს და უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების მაკროფინანსური დახმარების გამოყოფაზე კონსენსუსს მიაღწიეს.


close დახურვა