logo
ENG



ევროპარლამენტში დებატების დაწყებამდე 1 საათი რჩება

27 ნოე 201917:28
3 წუთის საკითხავი
 
kth3w6urskofmzd.jpg

ევროპარლამენტში დებატების დაწყებამდე 1 საათი რჩება. არის მოლოდინი, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი ევროპარლამენტარების კრიტიკას დაიმსახურებს.

სტრასბურგში იმყოფებიან ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც დღევანდელ დღეს ევროპარლამენტარებთან შეხვედრებისთვის გამოიყენებენ. მეორე დღეა სტრასბურგში არიან საგარეო და ევროინტეგრაციის კომიტეტების ახალი თავმჯდომარეები, თუმცა მათ ამ ეტაპზე „ფორმულასთან“ კომენტარზე უარი განაცხადეს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, ხელისუფლების მიმართ განცხადებები იქნება მწვავე.

„მასშტაბური ტყუილი გამოაცხო ქართულმა ოცნებამ. შეშფოთებულები არიან ძალადობით, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ხდება. ჩემი მოლოდინი არის, რომ განცხადებები იქნება მწვავე. მნიშვნელოვანია ეს გაიგოს ივანიშვილმა და ოცნების წევრებმა, რომლებიც აქ არიან ჩამოსული. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართ იქნება სერიოზული კითხვები“, - აცხადებს კაპანაძე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი თვლის, რომ კომიტეტის თავმჯდომარეები პროცესის შესაჩერებლად მიავლინეს, თუმცა ევროპარლამენტში ხელისუფლების მიმართ გამოჩენილი უნდობლობა ამით არ დასრულდება.

ფორმულასთვის“ ასევე ცნობილი ხდება, რომ ევროპარლამენტმა ამ დებატების შემდეგ, შესაძლოა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რეზოლუციის პროექტი მოამზადოს. 

 

 


close დახურვა