logo
ENG



ევროპაში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად გრუ-ში სპეციალური დანაყოფი მოქმედებს

09 ოქტ 201916:08
3 წუთის საკითხავი
 
hbgv13z9g0g1fip.jpg

„ნიუ-იორკ თაიმზი“ წერს, რომ  ევროპაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით „გრუ“-ში სპეციალური დანაყოფი მოქმედებს. სწორედ ეს დაჯგუფება ფიგურირებს მონტენეგროს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის, მოლდოვის პოლიტიკური კრიზისის, ბულგარელი ბიზნესმენისა და სოლსბერიში, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეებში.

ელიტური დანაყოფი რუსეთის სამხედრო დაზვერვაში, სავარაუდოდ, 10 წლის წინ შეიქმნა, თუმცა მისი გამოვლენა დასავლეთის სპეცსამსახურებმა მხოლოდ ახლა შეძლეს.

 


close დახურვა