logo
ENG



ევროპაში შეზღუდვების შემსუბუქებისთვის ემზადებიან - იხსნება ბარები და რესტორნები

12 მაი 202010:11
3 წუთის საკითხავი
 

იტალიაში კოროვანირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებისთვის ემზადებიან. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეგიონების მთავრობები თავად მიიღებენ  გადაწყვეტილებას თუ როდის მოხდება მკაცრი ზომების ეტაპობრივი გაუქმება. გეგმის მიხედვით ბარებისა და რესტორნების გახსნა პირველი ივნისისთვისს იგეგმება.   ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებული უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით,  ეკონომიკური საქმიანობის აღდგების გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ გერმანიის ფედერალური მიწებიც.

ბარებისა და რესტორნების გახსნის მოუხედავად,   სოციალური დისტანციის დაცვის წესი ქვეყნის მასშტაბით, 5 ივნისამდე შენარჩუნებდება. ზომების შემსუბუქების შემდეგ ხალხმრავლობა იყო შვეიცარიის ბარებსა  და რესტორნებში. ბელგიაში კი  პროდექტების მაღაზიებთან   გრძელი რიგები წარმოიქნმა.

შეზღუდვების შემსუბუქებიდან რამდენიმე დღეში, თურქეთის ხელისუფლებამ ოთხდღიანი კომენდანტის საათი გამოცხადა. ქვეყნის პრეზიდენტის ინფორმაციით,    სახლიდან გასვლის აკრძალვა ძალაში 16 მაისს შევა და 19 მაისამდე გაგრძელდება.   დღის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების  ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით ვირუსს აქ 3 ათას 841 ადამიანი ემსხვერპლა. 


close დახურვა