პუტინის ციხეში ალექსეი ნავალნის სიკვდილის შემდეგ, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხი კიდევ ერთხელ გააქტიურდა. მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდება. ევროპელი პოლიტიკოსები მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში საფრთხეს ხედავენ. ხელმოწერების შეგროვების ინიციატორი ფრანგი დეპუტატია. რა გაგრძელება ექნება პროცესს, გაითვალისწინებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი დასავლეთიდან სულ უფრო მზარდ მოთხოვნას, გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი. ქართული ოცნება კვლავ ტრადიციულად თავს ესხმის დასავლელ პარტნიორებს.