logo
ENG



ევროპის 11-მა ქვეყანამ საზღვრებზე ყველა კოვიდშეზღუდვა მოხსნა

18 აპრ 202214:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/18/k0gv1695sn5e2sq.jpg

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების კლებისა და ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო ევროპის 11-მა ქვეყანამ საზღვრებზე ყველა კოვიდშეზღუდვა მოხსნა.

11 ქვეყანაში ჩასვლისას აღარ არის საჭირო ე.წ მწვანე პასპორტი, აცრა, გამოჯანმრთელების ცნობა და ტესტი. გარდა ამისა, ამ დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნა უქმდება ბარებში, კაფეებში, რესტორნებში, მუზეუმებში, თეატრებში, სავაჭრო ცენტრებსა და დიდ ღონისძიებებზე.

ქვეყნები, რომლებმაც შეზღუდვები გააუქმეს:

  • ჩეხეთი;
  • დანია;
  • უნგრეთი;
  • ისლანდია;
  • ირლანდია;
  • ლატვია;
  • ნორვეგია;
  • პოლონეთი;
  • რუმინეთი;
  • სლოვენია;
  • შვედეთი.

შეზღუდვების გარეშე ამ ქვეყნებში ჩასვლა შეუძლიათ მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებსაც.


close დახურვა