ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით, რუსეთი 2022 წლის ევროვიზიაში მონაწილეობას არ მიიღებს.
"უკრაინაში უპრეცედენტო კრიზისის ფონზე, რუსეთის ჩართვა წლევანდელ ევროვიზიაში კონკურსის რეპუტაციას დააზიანებს" - წერია ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებაში.
ევროპის მაუწყებელთა კავშირი წერს, რომ გადაწყვეტილება ევროვიზიის კონკურსის ხელმძღვანელობასთან ერთად და მაუწყებელთა კავშირის წევრებთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს.
"ჩვენ ერთგული ვრჩებით კულტურული შეჯიბრის ღირებულებების დაცვის, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანხმობას, ერთად კრებს აუდიტორიებს აღნიშნავს მრავალფეროვნებას მუსიკით და ერთ სცენაზე აერთიანებს ევროპას" - წერია განცხადებაში.