ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ხანძრების გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია ხდება საჭირო
საფრანგეთმა 14 000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. ხანძარი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთშია გავრცელებული. ხანძრებია ესპანეთში, ხორვატიასა და საბერძნეთშიც.
ესპანეთის სამხრეთ ნაწილიდან 3 200-მა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი სახლი, თუმცა, მათმა ნაწილმა დაბრუნება შეძლო. ცეცხლი გავრცელებულია ქალაქ მიხასში, რომელიც ახლოს არის ტურისტულ ქალაქ მალაგასთან. გარდა ამისა, ტყის ხანძარი გაჩნდა კასტილია და ლეონის პროვინციებსა და გალიციაში.
პორტუგალიაში ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
თუმცა, პორტუგალიის მთავრობის განცხადებით, ჰაერის მაღალ ტემპერატურას 238 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საბერძნეთში ცეცხლი კრეტაზეა გავრცელებული. ბერძენი მეხანძრეები ხანძარს რეთიმნოს გარშემო ებრძვიან.
ტყის ხანძრებს ებრძვიან სამხრეთ-დასავლეთ თურქეთსა და ხორვატიის ადრიატიკის სანაპიროზე.
ხანძარია მაროკოშიც. მოხდა 1 300 ადამიანის ევაკუაცია.