logo
ENG



ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა არჩევნებზე მედიისთვის ხელის შეშლაზე წერს

30 ოქტ 202422:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/30/q8ulrpynjl5vok1.png

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა სულ მცირე 15 შემთხვევა, რომელშიც 22 ჟურნალისტსა და მედიის სხვა წარმომადგენლებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე განხორციელდა დაშინების მცდელობა და ხელს უშლიდნენ მუშაობაში.

განცხადებაში საუბარია ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტების დავით ჭაბაშვილისა და მარი წაქაძის, ასევე ტვ პირველის, მთავარი არხის, მთის ამბების, პუბლიკას და სხვა მედიების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქუთაისში 49-ე უბანზე საარჩევნო კომისიის წევრმა მარი წაქაძე უბნიდან გააძევა და პირდაპირ ეთერში უცნობი პირი მისთვის ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლას ცდილობდა. ნათქვამია ისიც, რომ იმ მომენტში წაქაძემ პოლიციას მიმართა, თუმცა მათგან დახმარება არ მიუღია.

ასევე ნათქვამია, რომ ფორმულას ჟურნალისტ დავით ჭაბაშვილს კახეთში, არჩევნების გაშუქებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. უცნობმა პირმა მას უყვირა და გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა.


close დახურვა