logo
ENG



ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინისთვის €1,59 მილიარდის ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა

26 ივლ 202208:49
3 წუთის საკითხავი
 
ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინისთვის €1,59 მილიარდის ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა

ევროპის საინვესტიციო ბანკმა, EU-ის საბიუჯეტო მხარდაჭერით, უკრაინისთვის €1,59 მილიარდის ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა.

ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე ავრცელებს.

"ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერით, უკრაინისთვის €1,59 მილიარდის ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. ეს ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სერვისების განახლებას, მხარს დაუჭერს ენერგეტიკას, ტრანსპორტსა და სამომავლო საგანმანათლებლო პროგრამებს", - წერს ლაიენი.


close დახურვა