ევროპის ქვეყნები კარანტინის რეჟიმის შემსუბუქებას იწყებენ. აკრალვების ნაწილი დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე მოხსნეს, ნაწილში კი უახლოეს დღეებში გეგმავენ.
რეჟიმის შემსუბუქების მიუხედავად, კოვიდ ინფექციით გარდაცვალების შემთხვევები ევროპის ყველა ქვეყანაში კვლავ ფიქსირდება, თუმცა კლების ტენდენციით. ბოლო 24 საათში ესპანეთში ახალი კორონავირუსით 268, იტალიაში 285, საფრანგეთში 289, პორტუგალიაში 16, გერმანიაში კი 156 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 93 ადამიანის სიცოცხლე დასრულდა ლეტალურად თურქეთში, დროის ამავე მონაკვეთში კი ირანში კოვიდ 19-ით 71 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ჩინეთში.