logo
ENG



ევროპის ქვეყნები კარანტინის რეჟიმის შემსუბუქებას იწყებენ

01 მაი 202010:35
3 წუთის საკითხავი
 

ევროპის ქვეყნები კარანტინის რეჟიმის შემსუბუქებას იწყებენ. აკრძალვების ნაწილი დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე მოხსნეს, ნაწილში კი უახლოეს დღეებში გეგმავენ.

რეჟიმის შემსუბუქების მიუხედავად კოვიდინფექციით გარდაცვალების შემთხვევები ევროპის ყველა ქვეყანაში კვლავ ფიქსირდება, თუმცა კლების ტენდენციით. ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ესპანეთში 268, იტალიაში 285, საფრანგეთში 289, პორტუგალიაში 16, გერმანიაში კი 156 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 93 ადამიანის სიცოცხლე ლეტალურად დასრულდა თურქეთში, დროის ამავე მონაკვეთში კი ირანში კოვიდ 19-ით 71 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ჩინეთში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ევროპა პანდემიის ერთ-ერთ ცენტრად რჩება, რადგან მსოფლიო მასშტაბით რეგიონს დაინფიცირების 46 პროცენტიანი და გარდაცვალების 63-პროცენტიანი მაჩვენებელია აქვს. მათი თქმით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 102-რ პოტენციურ ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა.


close დახურვა