ევროპის ქვეყნები მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას შეუდგნენ. ფრანგი ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის პრევენციის ერთადერთი გზა სწორედ მასობრივი ტესტირებაა.
დღეს ბრაზილიაში ვირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დადასტურდა. ქვეყანამ დაინფიცირების მასშტაბებით შეერთებული შტატებისა და რუსეთის შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. თავად რუსეთში კი კორვიდ 19-ის შემთხვევებმა 300 ათასს გადააჭარბა. პანდემიის ფონზე დაეცა ვლადიმერ პუტინის რეიტინგიც.