ევროპის ქვეყნების ნაწილი კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას იწყებს. საფრანგეთში კი, ამის პარალელურად ძალაში ახალი რეგულაციები შედის. 11 მაისის შემდეგ სკოლებისა და ტრანსპორტში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდება. გაიხსნება მაღაზიების ნაწილი, მოსახლეობა გარეთ გასვლას სპეციალური საშვების გარეშე შეძლებს. ე.წ. ლოქდაუნიდან გამოსვლის გეგმა წარადგინა ესპანეთმაც, რომლის მიზანია ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს ივნისის ბოლოსთვის დაუბრუნდეს.
რაც შეეხება ამერიკას, რიგ შტატებში დაწესებული შეზღუდვები იხსნება, უახლოეს დღეებში რეგულაციებს შეამსუბუქებენ ტეხასში, ვირჯინიაში და მონტანასა და ვისკონსინში. შეერთებულ შტატებში დღის განმავლობაში კოვიდ-19-ს, 2 ათას 470 ადამიანი ემსხვერპლა. იტალიაში კი ინფიცირებულთა რიცხვმა 200-ს ათას გადააჭარბა. 11 მაისამდე გახანგრძლივდა კარანტინის ზომები რუსეთში. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ ქვეყანაში მედიკოსებისთვის დამცავი ეკიპირების ნაკლებობა არსებობს. მისი თქმით ქვეყანაში ეპიდემიის პიკი ჯერ არ დამდგარა და მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდა. ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულია, 93 თას 500 ადამიანი, გარდაიცვალა 867 ინფიცირებული.