logo
ENG



ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

14 ოქტ 201908:21
3 წუთის საკითხავი
 
lifn4kkq6llg39m.jpg

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. c ჯგუფში ბელარუსის ნაკრებმა ხორვატიას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ჰოლანდიელებმა უპირატესობა პირველსავე ტაიმში მოიპოვეს. ანგარიში 32-ე წუთზე ჯორჯინიო ვეინალდუმმა გახსნა. 41-ეზე მანვე დუბლი გაიფორმა და ტაიმი 0:2 დასრულდა. ერთი ბურთის გაქვითვა მასპინძლებმა 54-ე წუთზე შეძლეს. ჰოლანდიამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.

საინტერესო მატჩი გაიმართა E ჯგუფში, სადაც უელსმა ხორვატიას უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიშის გახსნა მსოფლიოს ვიცე ჩემპიონებმა შეძლეს. ხორვატები ნიკოლა ვლასიჩმა დააწინაურა. უელსმა წონასწორობის აღდგენა პირველსავე ტაიმში შეძლო. გარეთ ბეილმა ტაიმის მიწურულს მოახერხა უელსელებისთვის ქულის გადარჩენა. E ჯგუფს 14 ქულით ხორვატია ლიდერობს. უელსს 8 ქულა აქვს და მე-4 პოზიციას იკავებს.


close დახურვა