logo
ENG



ევროპის წამყვან ქვეყნებში ვირუსის კერა გაჩნდა რელიგიური ორგანიზაციის ფარგლებში - მელია

21 მარ 202023:40
3 წუთის საკითხავი
 
nld302wj6ll0uon.png

ნაციონალური მოძრაობისლიდერი, ნიკა მელია გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ საქართველოს მთავრობის მიერ, საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც მელიამ გადაცემაში განაცხადა, პრემიერ-მინისტრის გამოსვლასა და დეკრეტის ტექსტს შორის ცდომილებაა. მელია ასევე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ხელისუფლების ამ ვიტარებაში მხარში დაუდგეს. მისივე თქმით, შეზღუდვები უნდა გავრცელდეს ყველაზე, მათ შორის რელიგიურ ორგანიზაციაზეც.

„ვიხილეთ ბატონი პრემიერ მინისტრის ბრიფინგი. იმ საუბრის შინაარსი და გამოცემულ დეკრეტზე დატანილი ტექსტი არის სხვადასხვა რამ, ცდომილება არის დიდი, სადაც ბატონი გახარია საუბრობდა, რომ დღემდე ჩვენ რეკომენდაციებით შემოვიფარგლებით და ახლა სავალდებულო უნდა გახდეს ეს რეკომენდაციები, რაც მნიშვნელოვანია რომ ასე მოხდეს ამ ვითარებაში. დეკრეტში ამას ვერ ვკითხულობთ და პარლამენტის თავმჯდომარეს სრულიად სხვა რამ აქვს და ჟურნალისტის კითხვაზე, იკრძალება თუ არა თავშეყრის ადგილები 10 კაცის ზემოთ შეკრებების შემთხვევაში - პასუხი იყო, რომ არა, მათ შორის რელიგიურ ორგანიზაციებსაც არ ეკრძალებათ. აქ არ არის ენის მოჩლექვის დრო. ევროპის წამყვან ქვეყნებში კერა გაჩნდა რელიგიურ ორგანიზაციის ფარგლებში და დაიწყო ეს ვირუსი. ნებისმიერი მღვდელმსახური თუკი მეტყვის, რომ ეკლესიაში თუ შეიკრიბება 400-500 ადამიანი, აქ ვირუსი ვერ მოგვერევა უფლება მომეცით, რომ მე ეს მოსაზრება არ გავიზიარო. ვიღაცას თუ არ ეშინია ის უნდა ფიქრობდეს სხვაზე, ვისაც ეშინია“,-განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ მთავრობის ადაწყვეტილებით 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 


close დახურვა