logo
ENG



ევროპულ საქართველოს აქვს გადასახადების შემცირების გეგმა

03 ნოე 201912:40
3 წუთის საკითხავი
 
ubrgwsojczjbzvp.png

 

ლაგოდეხის რაიონში მცხოვრები პენსიონერები, მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობენ. ''ევროპული საქართველოს'' ლიდერი დავით ბაქრაძე აფენის თემის მოსახლეობას შეხვდა. პენსიონერები ამბობენ, რომ  მცირე პენსია თვიდან თვემდე არ ყოფნით, უმრავლესობას კი გაუსაძლისი პირობების გამო კრედიტი აქვს აღებული. პენსიონერები, სოცილური დახმარების უსამართლოდ მოხსნაზეც საუბრობენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, მათ გუნდა აქვს რადიკალური საპენსიო რეფორმა, რომელიც ასაკოვანი ადამიანების მდგომარეობას გააუმჯობესებს

„ევროპულ საქართველოს აქვს გააზრებული გეგმა იმის როგორ შეამციროს გადასახადები და მეტი თანხა დავტოვოთ ოჯახებში, როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები. ჩვენ გვაქვს პაკეტი სპეციალური, რომლითაც მოხდება უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარებაების აღდგენა და რადიკალური საპენსიო რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს ასაკოვანი ადამიანების მდგომარეობას, ჩვენი ამოცანა იქნება დავეხმაროთ მოსახლეობას და წავიყვანოთ ქვეყანა წინ.“-განაცხადა ბაქრაძემ

 


close დახურვა